ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

21:15, 24.12.2022

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვიცაა.

თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.

მსგავსი