ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 57
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 57

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 57 პირი, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

„სოციალური ქსელები ამ ფოტოებს ალბათ „მგრძნობიარე კონტენტად“ მონიშნავენ. თუმცა ეს „მგრძნობიარე კონტენტი“ უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრებაა. ტერორისტი ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, შაბათს, დილით, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს სამხედრო ობიექტები არ არის, ომია წესების გარეშე. ეს ტერორია, მკვლელობა დაშინებისა და გართობის მიზნით“, – აღნიშნავს ზელენსკი.