ხერარდო მარტინომ „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა #1TVSPORT
ხერარდო მარტინომ „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა #1TVSPORT

ხერარდო მარტინომ გადაწყვიტა, „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ტომ ბოგერტმა.

61 წლის არგენტინელი სპეციალისტი MLS-ის კლუბს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ სეზონში „ინტერ მაიამი“, რომლის რიგებშიც ლიონელ მესი თამაშობს, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მაგრამ პლეი ოფის პირველივე რაუნდში დამარცხდა „ატლანტა იუნაიტედთან“.