ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო/ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ამ დრომდე გრძელდება მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.

სამძებრო სამუშაოებს რთული რელიეფი აფერხებს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციათა მართვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი. მათგან ამ დრომდე არც ერთი არ არის ნაპოვნი.