ხელვაჩაურში მანქანა გამვლელებს დაეჯახა - შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის დავით მელაძის თქმით, მანქანა, რომელიც მათ დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევას მისი მეუღლე ემსხვერპლა. დავით მელაძის განცხადებით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
„სამი ვიყავით – მე, ჩემი მეუღლე და მეზობელი ქალი. სწრაფად მომავალო მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებს დავით მელაძე.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.