ხელვაჩაურში მანქანა გამვლელებს დაეჯახა - შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ხელვაჩაურში მანქანა გამვლელებს დაეჯახა - შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

​ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

ერთ-ერთი დაშავებულის დავით მელაძის თქმით, მანქანა, რომელიც მათ დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევას მისი მეუღლე ემსხვერპლა. დავით მელაძის განცხადებით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„სამი ვიყავით – მე, ჩემი მეუღლე და მეზობელი ქალი. სწრაფად მომავალო მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებს დავით მელაძე.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.