ხელით თამაშისა და ოფსაიდის წესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა
ხელით თამაშისა და ოფსაიდის წესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) გარკვეული ცვლილებები შეიტანა ხელით თამაშისა და თამაშგარის წესების ფორმულირებაში. შესაბამისი დოკუმენტი ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ამიერიდან, ხელით თამაშის განსაზღვრა ხდება იღლიის გასწვრივ გამავალი წარმოსახვითი ხაზის მიხედვით, ხოლო შემტევი ფეხბურთელისთვის ხელზე შემთხვევით ბურთის მოხვედრა დარღვევად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ხდება უშუალოდ გოლის ან საგოლე მომენტის წინ.

ცვლილებები ასევე შეეხო ოფსაიდის განსაზღვრის წესს, როცა ბურთი შემტევ ფეხბურთელს მცველის ხელით თამაშის შემდეგ მისდის. „თუ დამცველმა შეგნებულად ითამაშა ხელით, რის შედეგადაც ბურთი მის მეტოქეს მიუვიდა, შემტევი გუნდის ფეხბურთელი აღარ მიიჩნევა ოფსაიდში მყოფად“, – წერია დოკუმენტში.