ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, ზაგრებში მასწავლებლებმა აქცია გამართეს
ზაგრებში ათასობით მასწავლებელმა საპროტესტო აქცია გამართა. ხორვატიაში პედაგოგთა პროფკავშირი უკვე თვეზე მეტია, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას ითხოვს. ამასთან, ხორვატიაში 19 ნოემბრიდან გაფიცული არიან 380 საშუალო და დაწყებითი სკოლის თანამშრომლები.
„ეს არის ბრძოლა ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი განათლების სისტემა უგულებელყოფილია. ჩვენ ზედმეტად დიდ ხანს ვიყავით ჩუმად. ეს არის გაფიცვა ღირსებისთვის და ჩვენს ქვეყანაში უკეთესი განათლებისთვის“, – განაცხადა მასწავლებელთა ერთ-ერთი პროფკავშირის ლიდერმა, სანჯა სპრემმა.
მასწავლებლები აცხადებენ, რომ ხორვატიაში სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით, პედაგოგთა ხელფასი ყველაზე დაბალია.