ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინული კლუბი CSM Bucuresti 31-21 დაამარცხა და მიმდინარე სანაკრებო კვირეულზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ამხანაგური შეხვედრებისთვის შემდეგი ხელბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (KS Azoty-Puławy, პოლონეთი); დავით ნიქაბაძე (ვოლგოგრადი, რუსეთი);
მოედნის მოთამაშეები: ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია); მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი); ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი); გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია); ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015); გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი); დავით გრიშიკაშვილი (კოტბუსი, გერმანია); გიგა მელიავა (სტუ-პეგასი)
ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ჟენილი, ესპანეთი); ჰაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა); ზურაბ აბრამიშვილი (ბსბ); ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, ბათუმი); გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ); გიორგი დიხამინჯია (ლოვოსიცე, ჩეხეთი)
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ, 19:30 საათზე კვლავ რუმინეთის ჩემპიონატის ცხრამეტგზის გამარჯვებულ და გასული სეზონის ჩემპიონთან, CSM Bucuresti-სთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც E ჯგუფში შვედეთს, ნიდერლანდებსა და ბოსნია ჰერცოგოვონას დაუპირისპირდება.