ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 31:26 დაამარცხა.
ტიტე კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელ შეკრებას სლოვენიაში გადის. საუდის არაბეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი (6) გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა. გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ კი ხუთი გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. შეჯიბრება 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თამაშები მანჰაიმში, „საპ არენაზე“ ჩატარდება.
11 იანვარი, 18:00 | ნიდერლანდები – საქართველო
13 იანვარი, 20:30 | საქართველო – შვედეთი
15 იანვარი, 18:00 | ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ექვსი ქალაქი უმასპინძლებს – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი, მიუნხენი. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გახსნითი მატჩი – დიუსელდორფში, ხოლო ფინალი კიოლნში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატს სამი დებიუტანტი ნაკრები ეყოლება: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
3. გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი“)
7. ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა“, ბოსნია-ჰერცეგოვინა)
9. გიორგი არეშიძე („სტუ პეგასი“)
10. ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა“, რუმინეთი)
11. გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი“, გერმანია)
12. ზურაბ ცინცაძე („აზოტი“, პოლონეთი)
14. თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“, ჩრდილოეთ მაკედონია)
15. ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი“)
16. გიგი რუხაძე („ქუთაისი“)
18. ერეკლე არსენაშვილი („პუენტე“, ესპანეთი)
21. სანდრო დარსანია („ბელენენსეში“, პორტუგალია)
24. ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია)
30. ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი“)
34. მირიან გავაშელიშვილი („საბაცი“, სერბეთი)
71. გიორგი დიხამინჯია („ლოვოშიცე“, ჩეხეთი)
87. დავით ნიქაბაძე („სარატოვი“, რუსეთი)
94. ზურიკო სიმონია („ქუთაისი“)
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე.