ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ისტორიულ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, 11 იანვარს ნიდერლანდებთან ისტორიულ მატჩს გამართავს. ტიტე კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
შეჯიბრებას გერმანიის ექვსი ქალაქი – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თამაშები მანჰაიმში, „საპ არენაზე“ ჩატარდება.
11 იანვარი, 21:00 | ნიდერლანდები – საქართველო
13 იანვარი, 23:30 | საქართველო – შვედეთი
15 იანვარი, 21:00 | ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
კონტინენტის პირველობას სამი დებიუტანტი ნაკრები ეყოლება: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
3. გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი“)
7. ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა“, ბოსნია-ჰერცეგოვინა)
9. გიორგი არეშიძე („სტუ პეგასი“)
10. ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა“, რუმინეთი)
11. გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი“, გერმანია)
12. ზურაბ ცინცაძე („აზოტი“, პოლონეთი)
14. თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“, ჩრდილოეთ მაკედონია)
15. ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი“)
16. გიგი რუხაძე („ქუთაისი“)
18. ერეკლე არსენაშვილი („პუენტე“, ესპანეთი)
21. სანდრო დარსანია („ბელენენსეში“, პორტუგალია)
24. ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია)
30. ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი“)
34. მირიან გავაშელიშვილი („საბაცი“, სერბეთი)
71. გიორგი დიხამინჯია („ლოვოშიცე“, ჩეხეთი)
87. დავით ნიქაბაძე („სარატოვი“, რუსეთი)
94. ზურიკო სიმონია („ქუთაისი“)
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე