ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკა დაამარცხა #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდა და ანგარიშით 41:22 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობდა (ნორვეგია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა და 25-28-ე ადგილებისთვის განაგრძობს ასპარეზობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე („ქუთაისი 2015“), თემურ ქამადაძე („აჭარა“), ირაკლი გურული („პეგასი“).
უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევან ფანცხავა („პრომეთე“), სანდრო დარსანია („პეგასი“) ნიკოლოზ შერვაშიძე („აჭარა“), გიორგი არეშიძე („პეგასი“), დავით გრიშიკაშვილი („პეგასი“).
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია“), ანრი აბულაძე („აჭარა“), ლუკა მუკბანიანი („პეგასი“), ნუგზარ ტარიელაძე („აჭარა“) ალექსანდრე შიოშვილი (ბსბ ბათუმი).
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი („სუჩაევა“, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა („ეუპენი“, ბელგია).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა, მწვრთნელები: შოთა თევზაძე, გიორგი ქობელაშვილი.