ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა 19-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო, 7 მარტს საკონტინენტთაშორისო თასზე ნიკარაგუას დაუპირისპირდება. გიორგი გვაზავას გუნდი ჯგუფში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ხორვატიაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ნიკარაგუას, ტაიტის, ნიგერიისა და გვადალუპეს ნაკრებებს შეხვდება.
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე;
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევან ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი;
გარემარბები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე;
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძელებელია: https://www.youtube.com/live/FTYM2plSBWg?feature=share