ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება #1TVSPORT
2-დან 13 აგვისტომდე ზაგრებში ხელბურთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატისთვის მარტყოფში, სარაგბო ბაზაზე ემზადება.
ქართველი ხელბურთელები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევან ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი.
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა.
მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, შოთა თევზაძე.