ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება #1TVSPORT

2-დან 13 აგვისტომდე ზაგრებში ხელბურთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი  გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატისთვის მარტყოფში, სარაგბო ბაზაზე ემზადება.

ქართველი ხელბურთელები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.

უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევან ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი.

კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.

ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა.

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, შოთა თევზაძე.