ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში მონტენეგროსთან დამარცხდა #1TVSPORT
ზაგრებში დღეს სტარტი აიღო ახლგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელბურთში. საქართველოს 19-წლამდელთა გუნდმა ტურნირზე პირველი მატჩი მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 19:34 დამარცხდა.
პლანეტის პირველობაზე ჩვენი ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს და შემდეგ შეხვედრას ნორვეგიასთან 4 აგვისტოს გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015), თემურ ქამადაძე (აჭარა), ირაკლი გურული (პეგასი)
უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევანი ფანცხავა (პრომეთე), სანდრო დარსანია (პეგასი) ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა), გიორგი არეშიძე (პეგასი), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი)
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია), ანრი აბულაძე (აჭარა), ლუკა მუკბანიანი (პეგასი), ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა) ალექსანდრე შიოშვილი (ბსბ ბათუმი)
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი (სუჩაევა, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა (ეუპენი, ბელგია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე