ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი საბერძნეთში გამართა #1TVSPOR
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური სხვაობით 26:27 დამარცხდა.
მატჩი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და თავიდანვე დაწინაურდა. ტაიმის მიმდინარეობისას ქართველი ხელბურთელები ოთხბურთიანი უპირატესობითაც იყვნენ წინ, მაგრამ ბოლო წუთებში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ პირველი ნახევარი საქართველომ მინიმალური სხვაობით მოიგო – 13:12. მეორე ნახევარში შეხვედრა გარდამავალი უპირატესობთ გაგრძელდა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა, ბერძენთა შორის კი 7-7 გოლი ნიკოლაოს ლიაპისისა და ახილეას ტოსკასის ანგარიშზეა.
ქართველი ხელბურთელები მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს „თბილისი არენაზე“ ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე – გიორგი ცხოვრებაძე (19 დარტყმა, 11 გოლი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (9, 5), ხაზეინ რუსტამოვი (4, 4), ერეკლე არსენაშვილი (3, 3), ირაკლი კბილაშვილი (3, 1), მირიან გავაშელიშვილი (2, 1), გიორგი ლაპიაშვილი (1, 1), აკაკი პატაშური, გიორგი არეშიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი დიხამინჯია.
დარჩენილი მატჩების განრიგი:
10 ნოემბერი | საქართველო – ისლანდია
12-13 მარტი, 2025 | საქართველო – ბოსნია
15-16 მარტი, 2025 | ბოსნია – საქართველო
7-8 მაისი, 2025 | საქართველო – საბერძნეთი
10-11 მაისი, 2025 | ისლანდია – საქართველო