ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე ბარანკილას ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე კოლუმბიის ქალაქ ბარანკილაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ბოლქვაძემ არგენტინის სახელით გამომსვლელ ნადია პოდოროსკასთან შეხვედრა ორ სეტში, 4:6, 3:6 დათმო.
მეოთხედფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ეტაპი გაიარა. მან ჯერ რუს ტიმოფეევას ორ სეტში სძლია, ხოლო შემდეგ ფრანგი ჟაკემო სამ სეტში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ფრანგ ჩოგბურთელთან მატჩი ოთხ საათსა და ხუთ წუთს გაგრძელდა.
ამ მომენტისთვის მარიამ ბოქლვაძე ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 234-ე ადგილზეა.