ხელბურთი I ზურაბ ცინცაძე კარიერას პოლონურ გუნდში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე კარიერას პოლონურ კლუბში, „აზოტი-პულავიში“ გააგრძელებს.
ქართველი ხელბურთელი გასულ სეზონში ჩრდილოეთ მაკედონიური „ოჰრიდის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი „პრილეპში“ გამოდიოდა.
„აზოტი-პულავი“ 1975 წელს შეიქმნა და პოლონეთის სუპერლიგაში ასპარეზობს. გუნდი ექვსჯერ არის ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორი, პოლონეთის თასზე კი ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს. გასულ სეზონში „აზოტი-პულავიმ“ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა და მომდევნო წელს მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.