ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ხორვატიის ჩემპიონმა, „ზაგრებმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, პირველი ტურის მატჩი გამართა – ხორვატები ჩრდილოეთ მაკედონიის „პელისტერთან“ სტუმრად 23:25 დამარცხდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ცხოვრებაძემ, რომლის ანგარიშზე ერთი გოლია.

ჩემპიონთა ლიგის მიმდევნო მატჩს „ზაგრები“ 17 სექტემბერს სტუმრად პოლონეთში პლოცკის „ვისლასთან“ გამართავს.