Reuters – ხე, რომელიც ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აჩუქა, თეთრი სახლის ეზოდან გაქრა

07:01, 30.04.2018

ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩუქა, თეთრი სახლის ეზოდან გაქრა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გასულ კვირას, მაკრონის აშშ-ში ვიზიტის დროს, პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბრძოლის ადგილიდან წამოღებული მუხის ხის ნერგი თეთრი სახლის ეზოში ერთობლივად დარგეს. მაშინ მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ხე იქნებოდა მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რა კავშირები აერთიანებს აშშ-სა და საფრანგეთს.

ოთხი დღის შემდეგ კი „როიტერის“ ჟურნალისტმა ის ადგილი აღბეჭდა, სადაც მანამდე მაკრონის ნაჩუქარი ხე იდგა. ფოტოზე ხის ადგილას მხოლოდ ყვითელი ლაქა ჩანს.

ჯერჯერობით ხის გაუჩინარების შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი