„ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ ყოფილი მცველი ხავიერ მასკერანო არგენტინის საფეხბურთო ასოციაციაში იმუშავებს.
36 წლის მასკერანო, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, ეროვნული გუნდების მეთოდოლოგიისა და განვითარების დეპარტამენტში შევა.
არგენტინული პრესის ინფორმაციით, ეს განყოფილება პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ არგენტინის იუნიორთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს თამაშის ერთნაირი მეთოდოლოგია და ფიზიკური მომზადების პრინციპები ჰქონდეთ. გარდა ამისა, მასკერანო დაკავებული იქნება მთელს ქვეყანაში ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიებით.
შეგახსენებთ, რომ მასკერანო რეკორდსმენია არგენტინის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 147.