ხავიერ კოლომინა – საოცარი მატჩი ესპანეთსა და საქართველოს შორის, ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას

01:37, 05.07.2022

ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას ეხმაურება.

„საოცარი მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ჩემს სამშობლო ესპანეთსა და საქართველოს შორის. ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.

მსგავსი