ხავიერ კოლომინა - ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში
ხავიერ კოლომინა - ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში

ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია კოლომინას განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმი სავარაუდოდ მეორე ტურს გამართავს. სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.