ხავიერ ძანეტი - საქართველოში საიმედო პარტნიორები გვყავს, რომლებიც „ინტერის“ ფილოსოფიას იზიარებენ #1TVSPORT
ხავიერ ძანეტი - საქართველოში საიმედო პარტნიორები გვყავს, რომლებიც „ინტერის“ ფილოსოფიას იზიარებენ #1TVSPORT

ხავიერ ძანეტი ქართულ მედიას „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მდებარე „ინტერი საქართველოს“ აკადემიაში შეხვდა – „ინტერის“ ლეგენდარულმა არგენტინელმა კაპიტანმა, ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის მიზანზე ისაუბრა.

„მინდა, უდიდესი მადლობა გადავიხადო მასპინძლობისთვის. საქართველოში აკადემიის დაფუძნება „ინტერის“ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი კარგი საქმის კეთებას შევძლებთ. ჩემი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ თანამშრომლობა კარგად ვითარდება.

ჯერ ორი წელია გასული და ძნელია იმის თქმა, ვინმეს ხომ არ ვაკვირდებით და აყვანას ხომ არ ვაპირებეთ, მაგრამ რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენი სურვილია, „ინტერის“ მეთოდები, ფილოსოფია დავნერგოთ და გავავრცელოთ საქართველოში. მერე ვნახავთ, რა შედეგს მივიღებთ.

დიდი ხანია, „ინტერის“ აკადემიის პროექტები მთელ მსოფლიოში ხორციელდება. საქართველომდე სხვა ქვეყნებთან წარმატებით ვთანამშრომლობდით. მთავარია, რომ საქართველოში საიმედო პარტნიორები გვყავს, რომლებიც „ინტერის“ ფილოსოფიას იზიარებენ“, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იტალიური კლუბის პარტნიორი ქართული საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, ანა წერეთელმა დაგეგმა, აქტიური მხარდამჭერი იყო ქუთაისის „ტორპედოს“ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი დავით კერესელიძე.