ხათუნა სამნიძე - თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ
ხათუნა სამნიძე - თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციამ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ყველანაირი ინიციატივა უნდა განიხილოს.

ასე უპასუხა მან მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

„ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ. ჯერ ოპოზიციურ პარტიებს შორის არანაირ საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ვთვლი, რომ მალე ეს პროცესი დასაწყებია. ყველა შესაძლო ვერსიაზე უნდა იმსჯელოს ოპოზიციამ“, – აღნიშნა სამნიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.