ხათუნა ხოფერია - მადლობა „დაიცავი საქართველოს“ მოწვევისთვის, თუმცა არ დავესწრები, მიზანს ვერ ჩავწვდი, მიზეზიც არასაკმარისი აღმოჩნდა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, რომ 13 აპრილს დაგეგმილ „დაიცავი საქართველოს“ ღონისძიებას არ დაესწრება. ხოფერია წერს, რომ შეხვედრის მიზანს ვერ ჩაწვდა.
„მადლობა „დაიცავი საქართველოს“ მოწვევისთვის! სამწუხაროდ, არ დავესწრები, რადგან ვერაფერი გავიგე – მიზანს ვერ ჩავწვდი, მიზეზიც არასაკმარისი აღმოჩნდა.
პოლიტიკა კარტი არაა, რომ „წომნი“ ითამაშო.
და, საერთოდაც, ცუდი „რასკლადია“!
კრებსითი ზარდიაშვილების მხარდაჭერაც ღირსება-უღირსობის ზღვარზე გადის…
აჭერით კალოდა და ხელმეორედ ჩამოარიგეთ“, – წერს ხათუნა ხოფერია „ფეისბუქში“.