ხატია დეკანოიძე - რუსული სიტყვები და სიმღერა მიუღებელია, მაგრამ ამაზე თავად ბუბა კიკაბიძემ გააკეთა განმარტება
ხატია დეკანოიძე - რუსული სიტყვები და სიმღერა მიუღებელია, მაგრამ ამაზე თავად ბუბა კიკაბიძემ გააკეთა განმარტება

რუსული სიტყვები და რუსული სიმღერა მიუღებელია, მაგრამ ამაზე თავად გააკეთა განცხადება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ტექნიკურ ნაწილზე ვერაფერს მოგახსენებთ, ამაზე თავად ბატონმა ბუბამ გააკეთა განცხადება. დამატებით ვერაფერს გიპასუხებთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა. რის შემდეგაც ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმღერა, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.