„ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე, პარტიის შემაჯამებელ აქციაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ თბილისში. სულ ყველას გკოცნით. ძალიან მიყვარხართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება. მინდა, დღევანდელი საღამო გავხსნა სიმღერით“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის „თბილისო“ ქართულად და რუსულად.