ხატია დეკანოიძე - ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მკვეთრი პოზიცია არ შეცვლილა
ხატია დეკანოიძე - ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მკვეთრი პოზიცია არ შეცვლილა

ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მკვეთრი პოზიცია არ შეცვლილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სენატში წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ.

„რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პარტნიორების ჩართულობას ძალიან ვაფასებთ იმ კუთხით, მათ ძალიან კარგად დაინახეს საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ. ჩვენ გვქონდა ძალიან მკვეთრი პოზიცია, რომელიც აქამდე არ შეცვლილა და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ეს. იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სრულფასოვანი გადაწყვეტილება შეთანხმებასთან დაკავშირებით, აუცილებელია პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდეს არჩეული თავმჯდომარე. ამას არ აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა, ამას აქვს ასევე სამართლებრივი დატვირთვა, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღება ამ უსამართლო გარემოში, როდესაც ნიკა არის ტყვეობაში, არ მიგვაჩნია გამართლებულად. როდესაც ის გათავისუფლება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს იქნება ვფიქრობ, ქვეყნისთვის კრიზისიდან გამოყვანის მნიშვნელოვანი ბერკეტი. თუმცა მე არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შესაძლებელია, კრიზისი ბოლომდე განიმუხტოს და ეს ყოველ ჯერზე ჩანს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

აშშ-ის სენატში სენატორ რონ ჯონსონის ავტორობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს. ამასთან, ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ პარლამენტში ადგილები და დაიწყონ მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

დატოვე კომენტარი