სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს
სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის სენატში სენატორ რონ ჯონსონის ავტორობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.

კონგრესის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, მიაღწიონ შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას, რომელსაც 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა ხელი.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ. რეზოლუციის თანაავტორები არიან სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუცია 22 აპრილს წარადგინეს.