ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ პარლამენტში ადგილები და დაიწყონ მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე
ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ პარლამენტში ადგილები და დაიწყონ მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები რონ ჯონსონი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებენ, სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 19 აპრილს ხელმოწერილი კომრომისი.

სენატორები პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ ადგილები პარლამენტში და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რეგიონალურ გამოწვევებზე.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: განახორციელოს სისტემური რეფორმები, რომელთა შემუშავებაც მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსუულტაციების პროცესის საშუალებით მოხდა, რათა უზრუნველყონ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია და პოლიტიკური ან პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენება.

დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოფხვრას პოლიტიკური ჩიხის ძირითადი მიზეზები და თავიდან აირიდოს ასეთი კრიზისის გამეორება. მათ შორის სრულად მიიღოს და განახორციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დაეთესა ქაოსი ქვეყანაში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე დაბრკოლებები და პროცესები ანელებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებასა და მისი ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს საქართველოსთვის აშშ-ის მიერ დახმარების გამოყოფაზე პირობების დაწესება“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

სენატორები ხაზს უსვამენ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას საქართველოში და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

დატოვე კომენტარი