ხატია დეკანოიძე - ამ პარლამენტმა ლეგიტიმაცია დაკარგა
ხატია დეკანოიძე - ამ პარლამენტმა ლეგიტიმაცია დაკარგა

მე ამაყი ვარ, რომ ნიკა მელია ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, პარლამენტმა დღევანდელი გადაწყვეტილებით ლეგიტიმაცია დაკარგა.

„ამ პარლამენტმა ლეგიტიმაცია დაკარგა, სხვა სიტყვებით ვერ შევაფასებ. ოლიგარქის მონებმა, გავრილოვის სიაში მყოფმა ადამიანებმა დღეს საკუთარ კოლეგას მოუხსნეს იმუნიტეტი. იმის ნაცვლად, რომ გახარია მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, ასე სამარცხვინოდ მოიქცა პარლამენტი.

რეალურად ამის არავის ეშინია, ამ ზეწოლაში ვართ შვიდი წელია. ნიკა უაღრესად ღირსეული ადამიანია, მე ამაყი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია, გამორჩეული ლიდერია.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ისე როგორც ამ შვიდი წლის მანძილზე. პირველ რიგში მივაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდება დიქტატურისგან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაფორმდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კენჭისყრისას თანხმობა 91-მა დეპუტატმა განაცხადა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა.

დატოვე კომენტარი