ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთვება
ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთვება

ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებისთვის საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა. ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

„ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა. ადგილზე 220 უკვე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.