ხაშურში დაჭრილი 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ხაშურში დაჭრილი 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში დაჭრილი 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე საათიანი ოპერაცია დასრულდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ახალგაზრდა ქალს რამდენიმე ჭრილობა მუცლისა და გულის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ხაშურის ახალი საავადმყოფოს დირექტორმა კახა ხელაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ოპერაცია დასრულდა და პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მდგომარეობა შეიძლება ითქვას კრიტიკულად მძიმეა შესაბამისად, მიღებული დაზიანებების სიმძიმისა და რაოდენობის. ერთ-ერთი ჭრილობა იყო გულშიც. დაფიქსირდა ოპერაციის მსვლელობისას ტამპონადა, თუმცა მოხერხდა მალევე რიტმის აღდგენა“, – განაცხადა ხაშურის ახალი საავადმყოფოს დირექტორმა კახა ხელაძემ.

ხაშურში ახალგაზრდა ქალი დღეს დაჭრეს. შსს-მს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.