ხარკოვში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის ხანდაზმულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 11. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძარი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ამ დროს შენობაში 33 ადამიანი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში ცეცხლის გაჩენა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაუყონებლივ გამოიძიონ ხანძრის მიზეზი.