ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ორი ადამიანი
ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ორი ადამიანი.
„მი-2“ ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას განიცადა, რასაც ეკიპაჟი ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, ექსპერტები და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის სპეციალისტები მუშაობენ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა და სამხედრო ნაწილები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენასა და ანალიზს.
27 ივლისს, ასევე სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს К-10 Swift-ის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსანტი დაიღუპა.