ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა
ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა

ხარკოვზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.