ხარაიშვილის აღიარება - ქართველი ტურის სიმბოლურში
ხარაიშვილის აღიარება - ქართველი ტურის სიმბოლურში

შვედეთის ჩემპიონატის ბოლო, მე-18 ტურში გიორგი ხარაიშვილის წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოსალოდნელი ამბავი მოხდა – “გეტებორგის” ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

22 წლის ხარაიშვილის თამაში სტატისტიკურმა ინტერნეტ-გვერდმა sofascore.com-მა გამოარჩია, რომელმაც მე-18 ტურში ყველაზე მაღალი შეფასება, 8,6 ქულა მხოლოდ ერთ მოთამაშეს დაუწერა, ოთხს კი – 8,5. ამ ოთხეულში “გეტებორგის” ქართველი ლეგიონერიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ „გიოტებორგმა“ მე-18 ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ოსტერსუნდი“ 2:1 დაამარცხა, ანგარიში 21-ე წუთზე ხარაიშვილმა ეფექტურად, კუთხურიდან გახსნა, მეორე გოლი კი მისი საგოლე გადაცემით გავიდა.