„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა მიუნხენური კლუბის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. კოლუმბიელმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა, – იტყობინება ბავარიელთა ოფიციალური გვერდი. ექიმებმა ხამესს მომდევნო 10 დღე სრული უმოქმედობა გამოუწერეს, რის შემდეგაც დაიწყება თერაპიისა და რეაბილიტაციის პროცესი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ნახევარმცველი.
მიმდინარე სეზონში ხამესმა „ბაიერნში“ 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.