„ხაგუარესს“ გონსალო კესადა უხელმძღვანელებს
Biarritz sporting director Gonzalo Quesada during the French Pro D2 match between Massy and Biarritz on April 6, 2018 in Massy, France. (Photo by Dave Winter/Icon Sport via Getty Images)
პარიზული „სტად ფრანსეს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გონსალო კესადამ არგენტინული „ხაგუარესი“ ჩაიბარა. მარიო ლედესმამ „ზე რაგბის“ გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა და არგენტინის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.
44 წლის მწვრთნელმა, რომელიც მგეზავის პოზიციაზე თამაშობდა, ნაკრებში 38 კეპი მოიპოვა, მოთამაშის კარიერა 2008 წელს დაასრულა და აქცენტი მწვრთნელობაზე გააკეთა.
მას უმუშავია ისეთ გუნდებთან, როგორიც საფრანგეთის ნაკრები და „რასინგ მეტრო“ არიან, მაგრამ საუკეთესო წლები სწორედ „სტად ფრანსეში“ გაატარა. მან პარიზულ კლუბთან ერთად 2016 წელს საფრანგეთის „ტოპ 14“ მოიგო, ხოლო 2017-ში კი „ჩელენჯ ქაფი“.
„უკვე დრო იყო სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ჩემი გამოცდილება არგენტინული რაგბისთვის გამეზიარებინა“ – განაცხადა კესადამ – „უმთავრესი გამოწვევა არგენტინული რაგბისათვის მოთამაშეების მომზადებაა, რადგან სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში სწრაფად იზრდება. მხოლოდ შედეგებზე ფიქრი არასწორია. მე მუდმივი წინსვლის პროცესის შექმნა მსურს.“