ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებული - სმიტების ოჯახი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა დახოცა და დამემუქრნენ [ფოტო, ვიდეო]

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური აცხადებს, რომ ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს.

ამის შესახებ ბრალდებულმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო”, – განაცხადა ბრალდებულმა.

19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს.  უკვე ცნობილია, რომ ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა.  ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.