პროკურატურა ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულებს წარედგინა ბრალდება 109-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე მუხლებით, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას.

„რაც შეეხება აღკვეთის მოთხოვნას, ბრალდების მხარე შედის სასამართლოში შუამდგომლობით და ითხოვს პატიმრობას.  დღეის მდგომარეობით არსებობს საფრთხეები, როგორც მიმავლის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბრალდებული მომხდარი ფაქტის შემდგომ ცდილობდა კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებების გადამალვა”, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქმეში იკვეთება ერთი პიროვნების ბრალეულობა.

19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდებული სხდომას ესწრება. უკვე ცნობილია, რომ ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა.  ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.