„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდი კევინ დურანტი 2019 წელს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა და კონტრაქტს გააფორმებს „ნიუ იორკთან“. „ბლეჩერ რეპორტის“ ჟურნალისტის, რიკ ბუშეს ინფორმაციით, დურანტის „ნიქსში“ გადასვლა „გადაწყვეტილი საკითხია“.
„იმ ყველაფრისგან, რაც ბოლო დროს მოვისმინე, დურანტის გადასვლა „ნიუ იორკში“ უკვე გადაწყვეტილია. შემიძლია გითხრათ, რომ კევინ დურანტი ბოლომდე კეთილსინდისიერად არ მიიღეს „გოლდენ სტეიტში“. ვფიქრობ, მას არ მისცეს ის, რაც ეკუთვნის ბოლო ორი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეს. „გოლდენ სტეიტი“ ჯერ ისევ სტეფ კარის გუნდია.
თუ დურანტი კონფერენციის ფინალში გაიყვანს „ნიუ იორკს“, ეს იქნება კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო რამდენიმე ათწლეულში. კევინს ცაში აიყვანენ, რაც არ ღირსებია „გოლდენ სტეიტში“ ბოლო ორი ჩემპიონატის მოგების შემდეგ“, – ამბობს ბუშე.