კელი დეგნანი - ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დაიკავებდა თავის ადგილს და იბრძოლებდა პარლამენტის შიგნიდან სასურველი ცვლილებებისთვის
ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა სხდომის გახსნას, როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს ვთქვით, რომ მათ შეძლონ ბრძოლა სასურველი ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან, ქუჩების ნაცვლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეგნანის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
„როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ბოლო ვიზიტის დროს ვთქვით, ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დაიკავებდა თავის ადგილს და იბრძოლებდა პარლამენტის შიგნიდან მათთვის სასურველი ცვლილებებისთვის და კონსტიტუციური ინტერესებისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ბევრ პრობლემას უპასუხებს, რომელიც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით იყო წარსულში. ვფიქრობ, ამან აჩვენა, რომ მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ, ღრმა განსხვავებების მიუხედავად, მათი ინტერესებისა და მათი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის“, – აცხადებს კელი დეგნანი.