კელი დეგნანი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დიდი სამუშაო ხორციელდება, ბევრი რეკომენდაციაა გათვალისწინებული, დარჩენილია რამდენიმე
კელი დეგნანი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დიდი სამუშაო ხორციელდება, ბევრი რეკომენდაციაა გათვალისწინებული, დარჩენილია რამდენიმე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ემსახურება სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიდი სამუშაო ხორციელდება ამასთან დაკავშირებით. პარლამენტი ატარებს სამუშაო შეხვედრებს, რათა გაეცეს პასუხი გარკვეულ კითხვებს, რომლებიც მოდის ვენეციის კომისიისგან, ევროკავშირისგან და აშშ-ისგან, იმ პარტნიორებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში უფრო ძლიერი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას. მათი ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული ამ ახალ კანონპროექტში. დარჩენილია რამდენიმე და იმედი გვაქვს, ეს რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული. ზოგადად, ეს კანონპროექტი ემსახურება სასამართლო სისტემის უფრო მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, მოსამართლეთა არჩევის მეტ გამჭირვალობას და მისი მიზანია, მოსამართლეთა არჩევა მოხდეს კვალიფიკაციაზე დაყრდნობით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დღესვე კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.