იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დღესვე კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„წარმოდგენილი ინიციატივა კიდევ უფრო მეტად აზუსტებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. დღეს უკვე პირველი მოსმენით პლენარული სხდომა განიხილავს ამ პროექტს. შექმნილია ფორმატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით, სადაც მონაწილეები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ელჩები, რომელებსაც აქვთ საკმაო გამოცდილება და ყოველთვის ჩართულები არიან მართლმსაჯულების რეფორმის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაცები, სახალხო დამცველი და შესაბამისი დაინტერესებული პირები, სადაც ჩვენ ვიხილავთ და ვმსჯელობთ ამ საკითხებე. შეხვედრის ფარგლებში სრული რესურსია იმის, რომ პოზიციები საბოლოოდ დაახლოვდეს. პოზიტიურად არის შეფასეული ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოდის დამატებითი დასაბუთება ყველა შესაძლო ეტაპზე, ასევე ის, რომ შესაძლებელი ხდება გაასაჩივროს კონკრეტული პროცედურა, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც დამატებით მსჯელობის საგანია და ამ ფორმატში პოზიციების დაახლოების რესურსი არსებობს. დამატებით გრაელდება კონსულტაციები კენჭისყრის ღიაობისა თუ ფარულობის შესახებ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განმწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.

დატოვე კომენტარი