კეირუშმა ირანის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
კეირუშმა ირანის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

კარლოს კეირუშმა ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამ აზიური ქვეყნის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა და B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

„ფეხბურთში არ არსებობს მორალური გამარჯვებები, მაგრამ ასევე არაფერია ამორალური იმაში, რომ არ მიაღწიო ოცნებებს, თუ მაქსიმუმს გააკეთებ სრული სურვილითა და გაბედული გამარჯვებით. მე ვამაყობ თქვენით, ირანის ნაკრების მოთამაშეები შესანიშნავები იყვნენ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ამ საფეხბურთო ოჯახის წევრობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იმსახურებთ სრულ პატივისცემას, თქვენი ქვეყნისა და ფეხბურთის გულშემატკივრების სახელის ამაღლებას. ბედნიერება, მშვიდობა, წარმატება და ჯანმრთელობა თითოეულ თქვენგანს. გმადლობთ“, – წერს პორტუგალიელი სპეციალისტი სოციალურ ქსელში.