ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა მოირჩინა მარჯვენა კოჭის ტრავმა, რომელიც პრემიერლიგის 30-ე ტურში „ბორნმუთის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, – იტყობინება სააგენტო AP.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ინგლისელი, რომელსაც 29 მატჩში 24 გოლი აქვს, მაისამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
„ვერ ვიტყვი „არას“, მაგრამ არც ინფორმაციის დადასტურება შემიძლია“, – განაცხადა „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კეინის სავარაუდო დაბრუნების შესახებ.
ვარაუდობენ, რომ კეინი პირველ აპრილს „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩში ითამაშებს. ამ მომენტისთვის „ტოტენჰემი“ 61 ქულით მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. „ჩელსი“ 56 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.