კეინი „ჩელსისთან“ მატჩისთვის დაბრუნდება
კეინი „ჩელსისთან“ მატჩისთვის დაბრუნდება

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა ​მოირჩინა მარჯვენა კოჭის ტრავმა, რომელიც პრემიერლიგის 30-ე ტურში „ბორნმუთის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, – იტყობინება სააგენტო AP.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ინგლისელი, რომელსაც 29 მატჩში 24 გოლი აქვს, მაისამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

„ვერ ვიტყვი „არას“, მაგრამ არც ინფორმაციის დადასტურება შემიძლია“, – განაცხადა „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კეინის სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

ვარაუდობენ, რომ კეინი ​პირველ აპრილს „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩში ითამაშებს. ამ მომენტისთვის „ტოტენჰემი“ 61 ქულით მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. „ჩელსი“ 56 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.